2021 წლის 22 ნოემბერს
შედგა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბის ,,ბუნების
მცველები“ პირველი შეხვედრა. წევრებს გავაცანი
კლუბის წესდება, აგრეთვე შეავსეს განცხადების
ფორმა კლუბში გაწევრიანების შესახებ. დაასახელეს
ლიდერი. გავაცანი კლუბის სამუშაო გეგმა და განსახორციელებელ აქტივობები. შემდეგ მათ
შევთავაზე, მოეფიქრებინათ რაიმე სლოგანი ანუ დევიზი, რომელშიც ნათლად გამოჩნდებოდა
კლუბის მუშაობის მიზანი. წევრებმა ერთობლივად
შეიმუშავეს კლუბის დევიზი --,,ჯანსაღი გარემო-ჯანსაღი მომავალია“. კლუბის წევრებმა
დაიწყეს მუშაობა ლოგოს შექმნაზეც.
კლუბის წევრებს ვესაუბრე
კონკურსის პირობებზე, კონკუსრსში მონაწილეობის
მიზანზე, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი
ხელით განახორციელონ ცვლილებები და გააუმჯობესონ ბუნებრივი თუ სოციალური გარემო. მათ განვუმარტე, რომ სულ არის მდგრადი განვითარების
17 მიზანი, რომელზეც გაეროს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება უკეთესი მომავლის მისაღწევად.
ჩვენი
სკოლის ეკო კლუბიც აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად
დაგეგმავსნ და განახორციელებს. ამით ისინი თავიანთ წვლილს შეიტანებენ მდგრადი განვითარების
მიზნების მიღწევაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს. #ერთადგლობალურიმიზნებისაკენ
No comments:
Post a Comment